საქართველოს საგარეო სქმეთა სამინისტრო პანამის დროშის ქვეშ მცურავ
დაკარგულ გემზე ინფორმაციას იკვლევს.
უწყების ცნობით, 17 ქართველის მეზღვაური იმყოფება.
გემზე კონტაქტი 2018 წლის 14 აგვისტოდან ვერ ხერხდება.
"პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, Pantelena IMO 9321469
- რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის
ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო
კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.
გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping -
აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან
ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის
ორგანიზაციასთან," - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო
სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი
- UKMTO - აცხადებენ საგარეო საქმეთა
სამინისტროში.
mfa.gov.ge
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO
9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და მის ბორტზე 17
ქართველი მეზღვაურია 14 აგვისტოს გაწყდა კავშირი. ბოლო კონტაქტი
დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში.
გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების
სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად
კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების
გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის
ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო
ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO.
მასალის გამოყენების პირობები