ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "საქნახშირის" დაკავებული
თანამშრომლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
გამოძიება მათ შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.
პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენას მოითხოვს.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ პროცესზე აღკვეთი
ღონისძიების სახით, პატიმრობის ნაცვლად, გირაოს მოითხოვენ.
„საქნახშირის“ შვიდი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმე 2018 წლის აპრილში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6
ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2დან - 5 წლამდე პატიმრობა
ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები