ქუთაისს, ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, 10 098 ტურისტი ესტუმრა,
რაც 81%-ით ჭარბობს შარშანდელი შვიდი თვის მაჩვენებელს.
ქუთაისის ტურისტული ცენტრის ინფორმაციით, ეს იმ ტურისტების
რაოდენობაა, რომელთაც ტურისტული ცენტრის მომსახურებით
ისარგებლეს.
ცენტრის ცნობით, ქალაქს ყველაზე
მეტი ტურისტი გერმანიიდან სტუმრობს.
გერმანელმა ტურისტებმა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით
საგრძნობლად გადაუსწრეს პოლონელ ტურისტებს. შარშან პოლონელები
ლიდერობდნენ.
ქვეყნების ხუთეული, საიდანაც ტურისტები ყველა ხშირად სტუმრობენ
ქუთაისს ასე გამოიყურება:
1. გერმანია (2343 ტურისტი)
2. პოლონეთი (1887 ტურისტი)
3. რუსეთი (994 ტურისტი)
4. დიდი ბრიტანეთი (770 ტურისტი)
5. ჩეხეთი(500 ტურისტი)
გერმანიიდან ტურისტების სიმრავლეს ტურიზმის ცენტრში ქუთაისის
აეროპორტიდან არსებულ პირდაპირ რეისებს უკავშირებენ ბერლინის,
მიუნჰენის, დორტმუნდის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ტურიზმის
ცენტრის ყოველწლიურ მონაწილეობას ტურიზმის საერთაშირისო ფესტივალში,
რომელიც ბერლინში იმართება.
"ქუთაისის ტურიზმის ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიურად
მონაწილეობს ფესტივალში. შემოდგომაზე გერმანელები მედიატურს გეგმავენ
ქუთაისში და გერმანიის ყველა წამყვანი მედიასაშუალების
წარმომადგენლები ეწვევიან ქალაქს", - აღნიშნავს ქუთაისის ტურიზმის
ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი.
2017 წელს ქუთაისს 11422 ტურისტი სტუმრობდა.
მასალის გამოყენების პირობები