ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა
გადმოვარდა.
არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. არსებული
ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მას
მენჯ-ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც ქირურგიულ ჩარევას
საჭიროებს.
მასალის გამოყენების პირობები