ტყიბულში, ყოფილი სტალინის შახტის ტერიტორიაზე, ქვანახშირის
გარემოპოვების კარიერზე დღეს დილით ორი მუშა დაიღუპა.
მათი ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაიყვანეს.
"არაფერი ჩამონგრევა არ ყოფილა. როგორც ვიცით გაზით არიან
გაგუდულები", - ამბობენ ადგილობრივები. მათი თქმით, დაღუპულიდან ერთი
60 წლამდე მამაკაცი, ხოლო მეორე 30 წლამდეა, რომელიც ტყიბულის თეატრის
მსახიობიც იყო.
ღია კარიერი ინდმეწარმის საკუთარებაა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან
სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
გულისხმობს.
დამატებით დეტალებს შემთხვევის ადგილიდან ჩვენი ჟურანალისტი
მოგვაწვდის.
მასალის გამოყენების პირობები