მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.
მის გადადგომა წინ უძღვოდა სარალიძის ოჯახისა და
მისი მხარდამჭერების აქცია.
"პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული
გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს
პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ – საზოგადოებამ ეს უნდა
იცოდეს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის,
უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო
ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის
– პროკურატურის მიმართ",
- განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი შოთაძემ.
დღეს, 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე
განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში
გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს.
კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად
გადაკვალიფიცირდა.
დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და
დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
საგანგებო ბრიფინგზე, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს
განაჩენს არ იზიარებს და პროკურატურა მას გაასაჩივრებს. პროკურატურა
გეგმავს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტები და უცხოელი, ცნობილი
პროკურორები ჩართონ.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე,
არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი
არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი
გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.
ამავე
თემაზე:
"ნუ
მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია
დაიგეგმა
"ნუ
მომკლავ" – აქცია ქუთაისში
"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები