ქუთაისის მე-17 საბავშვო ბაღში, სადაც რამდენიმე დღის წინ
ქვეწარმავლები იპოვეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ბაგა-ბაღის დირექტორის თქმით სასწავლო პროცესი ბაღში სექტემბერში
განახლდება.
"ოთხჯერ შეაწამლა ტერიტორია ადგილზე სადიზენფიქციო,
სამაშველო და ინფრასტრუქტურის სამსახური იყო",
- ამბობს ააიპ ბაგა-
ბაღების გაერთიანების დირექტორი #17-ე ფილიალში,
ნინო ბერაძე.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის
თქმით სარემონტო სამუშაოების დაწყება დაწესებულებაში ქვეწარმავლების
გამოჩენამდეც იგეგმებოდა. მისი თქმით საუბარია კოსმეტიკურ რემონტზე,
რომლის შესრულებაზე ტენდერი არ გამოცხადდება.
"იქ არ არის იმდენი სამუშაოები ტენდერი რომ დაგვჭირდეს. რამდენი
დაჯდება ვერ გეტყვით, ანგარიშობს შესაბამისი სამსახური", - ამბობს
დავით წიტაიშვილი.
ქუთაისის მე-17-ე ბაგა-ბაღში სწავლა მიმდებარე ტერიტორიაზე
ქვეწარმავლების გამო 23 მაისს შეწყდა. ტერიტორიაზე
ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე გაწმენდით
სამუშაოებს უკავშირებდნენ.
მე-17 საბავშვო ბაღი
500 აღსაზრდელს ემსახურება.
ამავე თემაზე:
ქუთაისის საბავშვო
ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი
შეწყდა
ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები
იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა
მასალის გამოყენების პირობები