ქუთაისის მე-17-ე ბაგა-ბაღში სწავლა მიმდებარე ტერიტორიაზე
ქვეწარმავლების გამო შეწყდა.
"ბავშვების უსაფრთხოების გამო შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი, რადგან
ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვეწარმავლები, ამჟამად მუშაობენ
სპეციალისტები," - ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით
წიტაიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-17- ე ფილიალში
არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა. თუმცა, ტერიტორიაზე
ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე გაწმენდით
სამუშაოებს უკავშირებენ.
"კალაპოტის წმენდის შემდეგ ქვეწარმავლებმა სავარაუდოდ თავშესაფარი
აქვე მდებარე ბაღის ეზოში იპოვეს," - ამბობს წიტაიშვილი.
მე-17-ე ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენიმე დღეში
დასრულდება და სასწავლო პროცესიც ამის შემდეგ აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები