ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ "ევროპული
საქართველოს"
კვლევას ეხმაურება.
ქუთაისის ვიცე მერის, გიორგი იობაშვილის თქმით, ოპოზიციური
პარტიის წევრის განცხადება რეალურ ფაქტებს მოკლებულია.
"ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატის განცხადება გაბერილ შტატებსა და
აქტივის დასაქმებაზე სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული,
რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების
სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და
30 - შტატგარეშედ. ახლა ეს რიცხვი 298 -მდეა შემცირებული. ოპოზიციის
განცხადება აქტივის დასაქმებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან
უხერხულია, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის"
მიერ დასაქმებული ათასობით აქტივისტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო
პერიოდში ხმების მოსაზიდად. ჩვენი მმართველობის პირობებში ჩატარებული
რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო
ფუნქციების დუბლირება და სახელფასო თანხების დაზოგვა მოგვეხდინა.
ამიტომ გაუქმდა ერთი სამსახური და მოხდა თანხების გადანაწილება", -
განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი იობაშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიამ "ევროპული საქართველო", ქუთაისის
მერიის ააიპ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი
სახელფასო ანაზღაურების ხარჯები შეისწვალა.
კვლევის მიხედვით, მერია 15 ააიპ დაწესებულების სახელფასო
ანაზღაურებისთვის ყოველწლიურად 18 მილიონ ლარს ხარჯავს.
ამავე თემაზე:
დუბლირებული
ფუნქციები და 18 მილიონიანი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიის
ააიპებში
მასალის გამოყენების პირობები