ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზაფხულის არდადეგები 30 ივნისიდან დაიწყება
და დაახლოებით, ორ თვეზე მეტს ხანს გაგრძელდება.
"სკოლამდელ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესი 2018 წლის
სექტემბრის შუა რიცხვებში განახლდება," - ამბობს ააიპ ქუთაისის
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ყველა საბავშვო ფილიალში სწავლა
ერთდროულად შეწყდება.
ქუთაისში სულ საბავშვო ბაღის 37 ფილიალია, სადაც 10 000-მდე ბავშვია
რეგისტრირებული.
ამავე თემაზე:
ქუთაისში სექტემბრამდე ორი მორიგე ბაღი იმუშავებს
მასალის გამოყენების პირობები