პრეზიდენტის შემდეგ, პარლამენტის სხდომა "ევროპული საქართველოს"
დეპუტატებმაც დატოვეს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ
პრეზიდენტის მოთხოვნა, რეგლამენტის შეცვლასთან
დაკავშირებით,
კენჭისყრაზე დააყენა, დეპუტატებმა კი საკითხს
მხარი არ დაუჭირეს, საპარლამენტო უმცირესობამ დებატებში მონაწილეობაზე
უარი განაცხადა.
"დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია. უმრავლესობამ
თავისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტს არ მისცა შესაძლებლობა
დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ დისკუსიებში. შესაბამისად,
საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ დებატებში
მონაწილეობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლმანეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც
კონსტიტუციის მთავარი გარანტის მიერ მსგავსი მოთხოვნა,
მიუღებელია.
"საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პირველი გარანტია კონსტიტუციის,
გვთხოვს კანონის დარღვევას, რაც ჩემთვის როგორც პარლმანეტის
თავმჯდომარისთვის, მიუღებელია", - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
პარლამენტში სხდომა გაგრძელდა. დეპუტატები სიტყვით გამოდიან.
პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში
ბოლო გამოსვლა, მის გარეშე ჩაივლის.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი
დატოვა
„ჟენევაში ჩვენ ვერ
მივიღებთ შედეგს, სანამ ეს არ მოხდება მოსკოვში" - ადა
მარშანია
„სისტემა
უნდა დაცლილიყო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობასთან
ასოცირდებიან“ - გიორგი მარგველაშვილი
„საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის
დასუსტება “ - გიორგი მარგველაშვილი
„მედიაზე
შტურმი აღარ ხორციელდება, მაგრამ ხდება სირთულეების შექმნა“ - გიორგი
მარგველაშვილი
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა
დაიწყო
2 მაისს პარლამენტში პრეზიდენტს
მოუსმენენ
მასალის გამოყენების პირობები