ახალი ამბები
ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა 30 აპრილს დაიწყება
FaceBook

ვანის # 54 საოლქო საარჩევნო კომისიაში  საჩივრებს დღეს განიხილავენ.

განხილვა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, კახა  მჟავანაძის თქმით, საჩივრების ნაწილი კენჭისყრის, ნაწილი კი მეორე დღეს დაიწერა.

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებზე სულ 6 საჩივარი დაიწერა.

ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიტანა.

"სამართლიანმა არჩევენებმა" საჩივრები ხმის მიცემის პროცედურასთან, შემაჯამებელ ოქმთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებზე დაწერა.

ხონის #8 უბანზე დაწერა ერთი საჩივარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ". საჩივრის მიხედვით, საოლქოში ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი მიიტანეს საოქლო კომისიაში, კომისიის მდივანმა კი კომისიის ბეჭედი საოლქოში ხელჩანთით მიიტანა.

იგივე დარღვევაზე დაწერა საჩივარი "ევროპულმა საქართველომაც".

ხონის #3 უბანზე კი "მომავლის არჩევანის" დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნების დროს დაულუქავი იყო.

ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცამებით, 57.86%–ით "ქართული ოცნების" კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

ჭიჭინაძეს თანაგუნდელები გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

ხმების 38.38% მიიღო "ევროპული საქართელოს" კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

1.61% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ კოპალიანმა, ხმების 1.47% მიიღო "ახალი ქრისტიან–დემოკრატების" კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, პარტია "საქართველოს" კანდიდატმა, გორგი ლილუაშვილმა ხმების 0.46% მიიღო, ხოლო "ტრადიციონალისტების" კანდიდატმა, ზურაბ ქართველიშვილმა 0.22%.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #საჩივრებიო
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.