ქუთაისში, მუხნარის ტყეში გვირილობის დღესასწაულის განსხვავებულად
აღნიშვნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის
ადმინისტრაციაში აანონსებენ.
მათი ინფორმაცით, მუხნარის ტყეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და
სხვადასხვა აქსესუარები. ღონიშძიებაში ასევე რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. გამოფენაზე
გატანილი ნივთის შეძენა ნებისმიერ მსურველს ექნება.
"ადმინისტრაციის ინიციატივით წელს მუხნარის ტყეში განსხვავებული
პროგრამა იქნება წარმოდგენილი. რადგან ,,გვირილობა" დაკავშირებული იყო
ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ
ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით
დაავადებულ ადამიანებს," - განმარტავენ იმერეთში სახელმწიფო
რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ასევე იგეგმება ე.წ. გიმნაზისტი გოგონებისა და ვაჟების მიერ
გვირილების გაყიდვა.
"გარდა ამისა, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის
ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები,
ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც
ქორეოგრაფიული ასევე, ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური
სიმღერებიც," - ამბობენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის
ადმინისტრაციაში.
გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში
დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით
დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა.
"გვირილობის" დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის
განმავლობაში "გიმნაზისტკები" ქველმოქმედების მიზნით გვირილებს
ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს
ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე,
სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულისთვის ემზადებიან
(ფოტო)
ქუთაისში
უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება
ქუთაისში
ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა"
იმღერებს
მასალის გამოყენების პირობები