ტყიბულში, მინდელის
შახტში გარდაცვლილ მუშებს დღეს, 10 აპრილს, სამ საათზე
დაკრძალავენ.
არსებული ინფორმაციით, დღეს ხუთ მეშახტეს, ერთს კი
ხუთშაბათს 12 აპრილს
დაკრძალავენ.
ორ საათზე გარდაცვლილებს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში
გადაასვენებენ.
დაკრძალვის ხარჯებს ტყიბულის მერია გაიღებს.
ტყიბულის მერის, თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, გარდაცვლილ მეშახტეთა
დაკრძალვას დევნილთა და განსახლების მინისტრი სობარ სუბარი, ასევე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი
დაესწრება.
ცხრა აპრილი სახალხო გლოვის ღამედ გამოცხადდა და დაღუპული მეშახტეების
ხსოვნის პატივსაგებად ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულ
მეშახტეებს ბოლო ღამეს ერთად გაუთენეს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი
ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა.
მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი
დაობლდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018
წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
ამავე
თემაზე:
შვილები
ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან
ექვსი
მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)
კანონი,
რომელიც სიცოცხლეს ვერ
იცავს
5
აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა
შახტის
12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
(ინფოგრაფიკა)
სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო
დაეკისრა
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში
მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში
დაშავებული
მასალის გამოყენების პირობები