ახალი ამბები
ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა
FaceBook
"ტყიბულის შახრტში მომხდარი შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - 
ეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული პირველადი დასკვნაა, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარ ფაქტზე.  თუმცა, შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერნაიას თქმით, ამ დროისთვის აღნიშნული ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს.

" პირველად დასკვნა იყო ის, რომ უბედური შემთხვევა არ იყო სამთო დარტყმით გამოწვეული. თუმცა, ახლა რამდენიმე წუთში განმეორებითი შემოწმებისთვის ჯგუფი კვლავ უნდა ჩავიდეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი," - აცხადებს შრომის ინსპექტირების წარმომადგენელი, ელზა ჯგერნაია. მისი თქმით, 5 აპრილს ინსპექტირების წარმომადგენლებმა შემთვევის ადგილზე მიახლოება მხოლოდ 20 მეტრის დაშორებით შეძლეს.

კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლები კი მომხდარის სავარაუდო მიზეზად, სწორედ სამთო დარტყმას ასახელებენ, რამაც მათი განმარტებით, ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოქმნა.

თუ რას ნიშნავს სამთო დარტყმა, რომელმაც "საქნახშირი" ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ასახელებს, გეოლოგთა მტკიცებით, ამ ბუნებრივ მოვლენას ძირითადად სამთო გეოტექნიკური სამუშაოები იწვევს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებუ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.