ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დილის საათებში მომხდარ
უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი შეეწირა, ხოლო სამი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების წამომადგენლები
ავრცელებენ.
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების
წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის
შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას.
მასალის გამოყენების პირობები