ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები აქციებით იმუქრებიან.
აღდგომის დღესასწაულზე ისინი ნიკეას შესასვლელის გადაკეტვას
აპირებენ.
სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ კომისია, რომელმაც ობიექტის
მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, სამუშაოებს აჭიანურებს, მათთვის კი
ყოველი დღე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"უკვე ორი კვირაა კომისია შეიქმნა და არანაირი შედეგი არ არის,
საცხოვრებელის ოთახებში ყოველდღე ცვივა ჭერი. ჩვენთვის ყველა წუთს
მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, თუ დროულად არ დადებენ დასკვნას და
არ გაგვიყვანენ ამ შენობიდან, იძულებული ვიქნებით აქციები დავიწყოთ და
აღდგომის დღეს გადავკეტოთ გზები, იქნებ ასე მაინც დააჩქარონ ჩვენი
პრობლემის გადაწყვეტა," - ამბობს ქუთაისის სოციალური საცხოვრისის
ბენეფიციარი დარეჯან სანიკიძე.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის
ინფორმაციით, სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით შექმნილი კომისია
აქტიურად მუშაობს და მათ მიერ შენობის ვიზუალურად დათვალიერების
შემდეგ გადაწყდა, რომ ობიექტის მდგომარეობა ლევან სამხარაულის
ექსპერტიზის ბიურომ უნდა შეისწავლოს.
"ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს
შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის
საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ
სავალდებულო პირობებს," - აცხადებს არაბიძე.
მისივე თქმით დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა
შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარები მეექვსე თვეა რაც
შესხლდნენ, ამ პერიოდში ახლადრეაბილიტირებულმა ობიექტმა ნგრევა
დაიწყო.
ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი
2016 წელს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე,
კავშირგაბმულობის ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს"
დაევალა.
კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა,
2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს.
ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000
ლარი დაუჯდა.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში სოციალურ
საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა
"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა
დააზიანა (ფოტო)
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)
დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი
ბენეფიციარები
ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი
თქვა
"შენობა
ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში
მცხოვრებლები
ავარიული
სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები