ქუთაისში, ჭავჭავძის გამზირზე, ავტოსადგურ "ოკრიბას" წინ დედა-შვილს
ტრასაზე მაღალი სიჩქარით მომავალი "ტოიოტა" მარკის მანქანა
დაეტაკა.
"მანქანაც დაზიანებეულია, დიდი სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი",
- ამბობენ თვითმხილველები.
უგონოდ მყოფი დედა-შვილი ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში
გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად
მძიმე დაზიანება.
მასალის გამოყენების პირობები