ახალი ამბები
"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას"  წარმომადგენლები თქმით,  თეთრი ხიდის რეაბილიტაცის შემდეგ ხიდი ავთენტურობას დაკარგავს. 

"საუბარია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აბსოლუტურ სახეცვლილებაზე. ეს არის პროვინციული ხელოვნება, თანამედროვე მასალებისაგან ვამატებთ გაურკვეველ ელემენტებს, რაც არის მიუღებელი ჩვენთვის", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, მხატვარი ირაკლი ჩოგოვაძე.



ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის მარტში (NAT180003968) გამოაცხადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე წარმოადგინა ხიდის ესკიზი, რომლის მიხედვითაც შემსყიდველმა მისი რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს. სატენდერო პირობების მიხედვით, ხიდზე სრულად მოხდება არსებული ხის საფარისა და ლამპიონების დემონტაჟი.

გამოიცვლება არსებული მოაჯირის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდება მისი ანალოგი. ხიდის სავალ ნაწილზე მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები. ამაზე კი 445 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილმა განახლებული ხიდის ესკიზი მოიწონა, ნაწილმა - დაიწუნა. ქუთაისელებს განსაკუთრებით  ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა არ მოეწონათ.


ამავე თემაზე:

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.