ახალი ამბები
ქუთაისი მერია ორმაისობის ორგანიზებისთვის 58 ათას ლარამდე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
ღონისზიების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 57 560 ლარის  ტენდერი გამოაცხადა(NAT180005126). სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ

ღია ცის ქვეშ გამოფენების ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა, წიგნების გამოფენის ორგანიზებისთვის მაგიდების დამზადება და დამზადებული მაგიდების, „შემსყიდველის“ კუთვნილი მოლბერტების და დეკორაციების შესაბამის საგამოფენო სივრცეში მიტანა. ასევე, ღონისძიების შემდეგ ალაგება და დასაწყობება ევალება. 

ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია, დაგეგმვა და ქუჩის მსვლელობის რეჟისურა, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის ჩაცმის სტილის შესაბამისად ჩაცმული მსახიობების მოწვევა. პანტომიმის მსახიობების მომსახურება ცენტრალურ ბაღში. მსახიობები უნდა იყვნენ სხვადასხვა კოსტიუმში. კერძოდ: 1 ჩარლი ჩაპლინი, 2 მიმის კოსტიუმით, 2 ქანდაკების კოსტიუმით, 1 რობოტის კოსტიუმით. საბავშვო წარმოდგენის ორგანიზება, პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების კოსტიუმებით , ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 14:00-დან 17:00 სთ-მდე.

კოსტუმირებული მსვლელობა-კარნავალის ორგანიზება, ორკესტრის თანხლებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, 2 საათის განმავლობაში. აუცილებელი მცირე შესვენებების გათვალისწინებით. მსვლელობა-კარნავალის შემადგენლობა: 15 ორკესტრანტი (4 საყვირი, 3 ტრომბონი, 1 ბარიტონი, 2 საქსაფონი, 1 ტრუბა, 1 გლოკენშპილი, 3 დასარტყამი ინსტრუმენტი (1 მუშა, 1 ბასბოჩკა, 1 ტენორი), 2 ოჩოფეხი, 2 მოხტუნავე ოჩოფეხი, 1 ცალთვლიანი ველოსიპედი, 10 მსახიობი,
თოჯინური წარმოდგენის ორგანიზება, თეჯირზე, ღია ცის ქვეშ, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 15:00-დან 16:00 სთ-მდე.
ნიღბებით შემოსილი პერსონაჟების მომსახურება ღია ცის ქვეშ რეაბილიტირებულ უბანში 16:00 სთ- 17:00 სთ-მდე.

დღის, საღამოს და მუხნარის ტყის კონცერტების წამყვანების მომსახურება, 1 ქალი - 20-დან 35 წლამდე და 2 მამაკაცი 25-დან 35 წლამდე, მინიმუმ ერთ წლიანი მსგავსი ღონისძიებების ან სატელევიზიო გადაცემის წაყვანის გამოცდილებით. ერთი წამყვანი მამაკაცი ასევე,  უნდა მოემსახუროს 2018 წლის 3 მაისის კონცერტს.

დიზაინერის მომსახურება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა ღონისძიების (ქალაქური სალონური კულტურის ამსახველი კუთხეები, ღვინის ფესტივალი, წიგნების გამოფენა, ყვავილების გამოფენა, დღის კონცერტის სცენის შეფუთვა და ა.შ.) ესთეტიკურ მხარე. მას უნდა ჰქონდეს მსგავს ღონისძიებებზე მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება.
წიგნების გამოფენის ფარგლებში, 45 წლიდან 60 წლამდე ასაკის, ბესტსელერების ავტორის, პოპულარული ქართველი მწერლის მოწვევა, შემეცნებითი ლექციის ჩასატარებლად.

მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ აკაკი წერეთელს და პირველ ქართველ კინემატოგრაფისტს, ვასილ ამაშუკელს,
მომღერალ მამაკაცთა კვარტეტის მოწვევა, რომელთა ასაკი იქნება 25 წლიდან 35 წლამდე და რომელთა რეპერტუარში იქნება ქუათაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი. მათ მიერ შესასრულებელი უნდა იყოს 4 სიმღერა.
მომღერალთა ტრიოს მოწვევა, 2 ქალისა და 1 მამაკაცის შემადგენლობით, რომელთა რეპერტუარში იქნება ქუთაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი, შესრულებული გიტარის თანხლებით. მათ მიერ შესასრულებელი უნდა იყოს 3 სიმღერა.

ორი დიჯეის მოწვევა, რომლებმაც 2-3 მაისს საღამოს კონცერტის პირველ ნახევარში უნდა გამართონ ელექტრონული მუსიკის წარმოდგენა, 2 საათის განმავლობაში, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის გამოცდილება.

დეკორაციების მოწყობა: თივის ოთხკუთხედი ბრიკეტებით, ხის ვიწრო ძელებისაგან შედგენილი დეკორატიული მესერებით, წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით, თითოეული ორ-ორი ხის პირამიდის მსგავსი კონსტრუქციით, პალეტებით , ტილოს ფაქტურის მქონე ქსოვილით, , ეთნიკური ორნამენტიანი დეკორატიული ქსოვილით , შიფონის მყარი ქსოვილით , ხის დეკორატიული შირმით

20 გიმნაზისტი გოგონასთვის მოსასხამებისა და ბაფთების დამზადება. ორი ფაეტონის მომსახურება, 1 დღით.

3 მაისს ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში კინოჩვენების მოწყობა, შემდეგი ტექნიკური პარამეტრების მქონე პროექტორით და ასევე უნდა დაამზადოს შესაბამისი ეკრანი და უზრუნველყოს ეკრანის მონტაჟი-დემონტაჟი. მუსიკალური ორკესტრის მოწვევა 3 მაისს დაგეგმილი კონცერტისთვის. პროფესიული მუსიკალური ორკესტრი უნდა იყოს მინიმუმ 15 მუსიკოსისა და მინიმუმ 5 ვოკალისტის შემადგენლობით. დირიჟორის, ხმის რეჟისორისა და ხმის ოპერატორის მომსახურებით. ორკესტრს უნდა ჰქონდეს საქართველოს მასშტაბით მინიმუმ ორი კონცერტის ჩატარების გამოცდილება. . ღონისძიების ხანგძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 90 წუთი.

ორმაისობის დღესასწაულის ორგანიზებისთვის ტენდერში განცხადების მიღების ვადა 11 აპრილს იწურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.