ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მაღაროში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 25 მარტს ღამის 3 საათზე მოხდა.
ჭიათურაში პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, შემთხვევა მაშინ
მოხდა, როდესაც მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა. პაატა სამხარაძის
თქმით, გაუმაგრებელი ჭერიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა, რომელმაც
მუშა მოიყოლა.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ იმის გამო, რომ ამ მონაკვეთზე სამუშაობის
ჩატარება სახიფათო იყო, დიდი ხნის განმავლობაში არც მიმდინარეობდა
მუშაობა. ვერ გეტყვით იქ რატომ ჩავიდნენ, მაგრამ გაუმაგრებელი ჭერიდან
ჩომოვარდა უზარმაზარი ლოდი და ადგილზე გარდაიცვალა ერთი მუშა",
- ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი, პაატა სამხარაძე. მისი
თქმით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
შინაგან საქამეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება
240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები