ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში თანამშრომელი დაიღუპა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა
პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის
წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55
წლის მამაკაცი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა ადგილზე
გარდაიცვალა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ობიექტის
სიმაღლე დახლოებით 40 მეტრია.
"ჭერის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, კონკრეტულად კი ძველი ლითონის
ფურცლებს ცვლიდა", - განმარტავენ საქართველოს მეტალურგიული,
სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის
ადგილობრივი პირველად ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები