ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს (NAT180003968)
აცხადებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე წარმოადგინა ხიდის
ესკიზი, რომლის მიხედვითაც შემსყიდველმა მისი რეაბილიტაცია უნდა
მოახდინოს.
სატენდერო პირობების მიხედვით, ხიდზე სრულად მოხდება არსებული
ხის საფარისა და ლამპიონების დემონტაჟი. გამოიცვლება არსებული
მოაჯირის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდება მისი ანალოგი. ხიდის
სავალ ნაწილზე მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი
და დეკორატიული თეთრი ქვები.
ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები