ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაზე მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად 11 დაშავებულიდან 6 მოზარდი და ერთი
ორსულია.
ყველა მათგანი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან
გადაყვანილი.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, ზრდასრულების მდგომარეობა
სტაბილურია. შედარებით მძიმეა 4 მოზარდის მდგომარეობა. ორი
არასრულწლოვანი კი რეანიმაციაში იმყოფება.
"რეანიმაციაში მყოფი ერთ მოზარდი მრავლობითი მოტეხილობითა და ტრავმული
შოკით არის შემოყვანილი, მეორეს კი ტვინის შერყევა აქვს. მათი
მდგომარეობა შედარებით მძიმეა",-ამბობენ ქუთაისის ინტერვენციული
მედიცინის ცენტრში.
ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაზე ავტოსაგზაო შემთხვევა
რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი
მსუბუქი ავტომანაქანა და ბათუმი- თბილისის მიმართულებით მოძრავი
სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად თერთმეტი
ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე
ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები