ქუთაისის მერისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულ
გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მერიის ინფრომაციით, გიორგი ჭიღვარია პოზიციას არ იცვლის და
გარევაჭრობის გაგრძელებას აღარ დაუშვებს.
"ქალაქის მერის პოზიცია უცვლელია, ქუთაისში არ დაუშვებს გარევაჭრობას.
გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების
ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი თვით
უფასოდ გამოუყონ დახლები", - ნათქვამია ქუთაისის მერიის
განცახდებაში.
მერის შეთავაზებას არ ეთანხმებიან გარემოვაჭრეები. მათი თქმით, თანხის
გადახდას ვერც სამი თვის შემდეგ შეძლებენ და მყიდველსაც
დაკარგავენ.
გარემოვაჭრე, სვეტლანა ფხაკაძე, რომელმაც "მწვანე ბაზარში" დღეს
დილიდან, მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მერიის შესაბამისმა
სამსახურებმა მის სავაჭრო ტერიტორიაზე დახლები აიღეს, ამბობს, რომ
ასეთ პირობებში მუშაობას ვერ შეძლებს.
"დილიდან აქ ვარ და ვდგავარ ტყუილა. არაფერი გამიყიდია. იძულებული ვარ
ისევ სხვაგან წავიდე. რად მინდა გადახურვა თუ ვერაფერი გავყიდე", -
ამბობს სვეტლანა ფხაკაძე.
ქუთაისში გარევაჭრობა
1 მარტიდან აიკრძალა. მერიის თანამშრომლებმა
გარემოვაჭრეები მოსალოდნელი აკრძალვების შესახებ წინასწარ
გააფრთხილეს, თუმცა, დახლების აღებას მათი პროტესტი მაინც მოჰყვა.
გარემოვაჭრეებმა დილიდან მერიის შენობაში საპროტესტო აქცია გამართეს,
მოგვიანებით კი ადმინისტრაციული შენობის წინ გზა გადაკეტეს, თუმცა,
საპატრულო პოლიციამ გზა მალევე გახსნა.
ქუთაისში, გარემოვაჭრეთა დახლები გასული წლის
აპრილშიც აიღეს, თუმცა, მეორე დღეს გარევაჭრობა
კვალვ განახლდა.
ამავე თემაზე:
გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის
მერიაში
1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა
აიკრძალება
მასალის გამოყენების პირობები