ქუთაისის მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად 1 მარტიდან აქტიურ
ღონისძიებებს იწყებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უკვე გააფრთხილეს
გარემოვაჭრეები პროცესის დაწყების შესახებ.
ქუთაისის მერიის განცხადებით, დახლების აღება 1 მარტიდან ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში დაიწყება, რაც ეტაპობრივად მოიცავს მთელ
ქალაქს.
"თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ
მთელ ქალაქს. ხვალიდან პრაქტიკულად ზედამხედველობის სამსახური იწყებს
მუშაობას ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქალაქს უნდა
მივცეთ ნორმალური იერსახე. შესაბამისად, ვერ შევეგუებით
გარევაჭრობას," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი
ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერიის განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების
ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი
თვით უფასოდ გამოუყონ დახლები.
ქუთაისში, გარემოვაჭრეთა დახლები გასული წლის
აპრილშიც აიღეს, თუმცა, მეორე დღეს გარევაჭრობა კვალვ
განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები