ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების
უმრავლესობაზე, სხვადასხვა შინაარსის წარწერები, სარეკლამო
ბროშურები და განცხადებებია გაკრული.
ადგილობრივები აზიანებენ ქალაქის ცენტრში მდებარე კულტურულ თუ
ადმინისტრაციულ შენობებს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში არსებული კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებზე წარწერების, პლაკატების, სტიკერებისა და
სხვადასხვა შინაარსის შემცველი განცხადებების გაკვრისთვის, დასჯის ან
დაჯარიმების ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
"არც ადრე და არც ახლა მსგავი ფაქტი არ მომხდარა", - ამბობენ
ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა
N1 საჯარო სკოლა
კულტ.მემკვიდრეობის ძეგლი წერეთლის ქუჩაზე
წარწერა კონკურსის შესახებ N1 საჯარო სკოლის ფასადზე (ფოტო: არჩილ
გეგენავა)
ოქროს ჩარდახი (ფოტო: არჩილ გეგენავა)
პირველი, ვინც მსგავსი ქმდებისთვის შესაძლოა დაესაჯათ, ეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას"
წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის
დღეს, ქუთაისის მერიის კიბეებზე ფლაერები წარწერით - "რუსეთი
მტერია" გააკრეს. თუმცა, დღეს ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ
შემთხვევაშიც მერია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.
სამაგიეროდ, მერიის კიბეებზე წარწერები დაცვის თანამშრომლებმა
ადმინისტრაციის დავალებით მალევე ჩამოხნეს.
"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ეს არის
ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, მაგრამ იმ ფორმით, როგორც
მათ ეს გამოხატეს, მიუღებელია. მითუმეტეს, ეს შენობა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლია. ახლა მიმდინარეობს დადგენა იმ ადამიანის, ვინც
უშუალოდ გააკრა ფლაერები და კანონის შესაბამისად დაჯარიმდება",
- ამბობდა 25 თებერვალს მერიის ზედამხედველობის
სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, 25 თებერვალს გამართული
აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, ხიდიდან მერიის შენობამდე იგივე
შინაარსის შემცველი ფლაერები სხვადასხვა ადგილზე გააკრეს. მოსახლეობას
კი, 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, საქართველოს
მიერ დაკარგული ტერიტორებისა და საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების
შესახებ, საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს
ოკუპირებიდან 97 წელი შესრულდა.
1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის გამოცხადებით, საქართველომ
70 წლით დაკარგა თავისუფლება.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის მერიამ პლაკატები წარწერით -
"რუსეთი მტერია" ჩამოხსნა
„რუსეთი მტერია“ - აქცია-პერფორმანსი
ოკუპაციის წინააღმდეგ
მასალის გამოყენების პირობები