ახალი ამბები
"ოცნების" რიცხვი იმერეთის გუბერნიის მაღალჩინოსნების ავტომანქანების სანომრე ნიშნებად
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძისა და მისი პირველი მოადგილის,  გრიგოლ დალაქიშვილის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის სანომრე ნიშნები IM-041-GD-თა და GD-041-IM-ით შეიცვალა.

შეცვლამდე კი, იმერეთის  გუბერნიის მაღალჩინოსნების ნომრები "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200"-ის MAL898 და "ტოიოტა პრადო"-ს QZQ755 იყო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენია სახლია"ს წარმომადგენლები ავტომანქანების სანომრე ნიშნების შეცვლას პოლიტიკურ აგიტაციას უწოდებს . ისინი აცხადებენ, რომ ამ კუთხით თანხების ხარჯვა არამიზნობრივად მოხდა.

"საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მათ ავალდებულებთ, რომ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, რაც დარღვეულია. სტანდარტულად სანომრე ნიშნის ცვლილება 70 ლარი ღირს, ამ შემთხვევაში ორ მანქანაზე 250 ლარია დახარჯული", -ამბობს "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარე, თორნიკე ბარათაშვილი.

სახელმწიფო-რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი, გოჩა გაბუნია ირწმუნება, რომ ამას პოლიტიკურ აგიტაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით,  სახელმწიფო სანომრე ნიშნების ცვლილება იმერეთის რეგიონში სხვადასხვა დროს სტიქიის პირობებში ავტომანქანების გადაადგილებისას სანომრე ნიშნების დაკარგვამ გამოიწვია. 

"041 არ არის პოლიტიკური ციფრი, პოლიტიკურია 41. ეს ნომრები შემთხვევით შეირჩა", - ამბობს გოჩა გაბუნია.

საერთო ჯამში სანომრე ნიშნების შეცვლაზე 250 ლარი დაიხარჯა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.