ბაღდათში სამარშუტო მძღოლების მიერ ფიზიკური
შეურაცხყოფის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა სისხლის სამართლის
126-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ცემას ან სხვაგვარ
ძალადობას ითვლისწინებს და ისჯება თავისუფლების აღვეთით ორ
წლამდე ვადით.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამარშუტო ხაზის მძღოლები 22 იანვარს
დილით გაიფიცნენ.
დილით ბაღდათიდან ქუთაისში მოვდიოდი, მაგრამ მძღოლმა
ჩამოგვსვა ბაღდათის ცენტრში. ყველა მძღოლი გაფიცული არის და მეც უნდა
შევუერთდეო. თუ რატომ გაიფიცნენ მიზეზი არ უთქვამს, მხოლოდ ის თქვა,
რომ სოფელ დიმში არიანო და იქ მივდივარო", - ამბობს ჩვენთან საუბარში
მგზავრი, რევაზ ბურჯალიანი.
არსებული ინფორმაციით, გაფიცვის დროს ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით
მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება
მოხდა. რის გამოც, ისინი პოლიციაში არიან გადაყვანილი.
ამავე თემაზე:
ბაღდათში გაფიცული მძღოლები პოლიციაში
გადაიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები