ახალი ამბები
ბაღდათში გაფიცული მძღოლები პოლიციაში გადაიყვანეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სამარშუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ.
"დილით ბაღდათიდან ქუთაისში მოვდიოდი, მაგრამ მძღოლმა ჩამოგვსვა ბაღდათის ცენტრში. ყველა  მძღოლი გაფიცული არის და მეც უნდა შევუერთდეო. თუ რატომ გაიფიცნენ მიზეზი არ უთქვამს, მხოლოდ ის თქვა, რომ სოფელ დიმში არიანო და იქ მივდივარო", - ამბობს ჩვენთან საუბარში  მგზავრი,  რევაზ ბურჯალიანი. 

არსებული ინფორმაციით, გაფიცვის დროს ქუთაისი-ბაღდათის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რის გამოც,  ისინი პოლიციაში არიან გადაყვანილი.

ბაღდათი-ქუთაისი სამარშუტო ხაზები კერძო კომპანიის დაქვემდებარებაში არიან, სადაც აცხადებენ, რომ დღეს დილით ქუთაისი-ბაღდათის სამარშუტო ხაზზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვის მთავარი მიზეზი კი,  მათ შორის მომხდარი დაპირისპირაბა გახდა.

"ქუთაისიდან ბაღდათის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზის მძღოლების თქმით, დაპირისპირების მიზეზი სამუშაო გრაფიკის არევა გახდა, რის გამოც მათ მუშაობა გააჩერეს. ამიტომ მიმდინარეობს გაფიცვა და ამ დრომდე მუშაობა არ აღდგენილა" - აცხადებს სამარშუტო ხაზების მფლობელი კერძო კომპანიის დირექტორი, დავით კიკნაველიძე.

მისი თქმით, ამ დრომდე ისინი პოლიციის შენობაში რჩებიან, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.