ქუთაისის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები 54 000 ლარით იზრდება.
გაზრდილი ბიუჯეტი, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების
მოადგილეების სახელფასო ანაზღაურებას მოხმარდება, რომელთა
თანამდებობები ახალი შტატების სახით შეიქმნება.
ხარჯები უკვე გათვალისწინებულია ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში,
რომელიც აღმასრულებელმა დღეს ეკონომიკისა და ქონების მართვის
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინა.
"ხუთი ახალი შტატი შეიქმნა. ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის
პირები და მათ შესაბამისად, ექნებათ ანაზღაურება. საბოლო ჯამში,
საკრებულოს ხარჯები 54 000 ლარით იზრდება", - განაცხადა იუზა
უგულავამ.
მისი თქმით, მხოლოდ მოადგილეების ხელფასისთვის წლიურად 72 000 ლარი
დაიხარჯება. თითოეული მათგანის ყოველთვიური ანაზღაურება კი 1 200 ლარი
იქნება.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, მოადგილეები "ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილი ცვლილების საფუძველზე
დაენიშნებათ.
მასალის გამოყენების პირობები