ქუთაისში სულ ოთხი მდინარეა. რიონი, წყალწითელა, ოღასკურა და რუა - ეს ის მდინარეებია, რომლებიც ქუთაისში მოედინება.
აქედან, შედარებით საშიში მდინარე ოღასკურაა, რადგან ჩახერგვის საშიშროებას ქმნის. ყველაზე დაბინძურებული კი, ოღასკურა და რუაა.
"მოსახლეობას აქ თვთნებურად აქვს დაერთებული საკანალიზაციო სისტემა. ერთადერთი, შედარებით საშიში დიდი წვიმების დროს ოღასკურაა. ქალაქში გადმოდის და სარდაფებს ტბორავს, ჩახერგვის საშიშროება აქაცაა, თუმცა მეწყრული ზონები არ გვაქვს და იმხელა მასშტაბით არ იქნება, როგორც თბილისში იყო," - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გარემოს ერვონული საააგენტოს კოლხეთის ჰიდორომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი, ავთანდილ ქვაჩაკიძე.
რაც შეეხება მდინარე რიონს, კოლხეთის ჰიდორომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მდინარე რიონი საშიშროებას გლობალური დნობისა და ნალექის შემთხვევაში წარმოადგენს.
"რიონი ისეთი საშიში არაა, რომ ხალხი დახოცოს," - აცხადებენ კოლხეთის ჰიდორომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.
მასალის გამოყენების პირობები