ქუთაისის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვას
მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომები კვირის განმავლობაში
ჩაინიშნება.
საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ საკომისიო
განხილვები დაგვიანებულია და დეპუტატები მის
სრულყოფილ შესწავლას ვერ მოასწრებენ.
"ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ დაუწყიათ საკომისიო განხილვები,
მიუთითებს ერთ რამეზე-ისინი არ არიან მზად გადაწყვეტილების მისაღებად.
ვეჭვობ, რომ მათ სრულყოფიად მოახერხონ ბიუჯეტის შესწვალა", - ამბობს
"ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრი, მერაბ მეშველიანი.
მიმდინარე კვირაში გეგმავს მოსახლეობასთან შეხვედრას და ბიუჯეტის
პროექტის გაცნობას ქუთაისის მერია. ადგილობრივ
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მოსაზრებებთან ერთად,
ბიუჯეტში არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებიც იქნება
გათვალისწინებული.
აღმასრულებლის მიერ საკრებულოდან ორჯერ გამოთხოვილი ბიუჯეტის
პროექტის არც ერთი ვარიანტი ხელისუფლებას საჯაროდ ამ დრომდე არ
გაუვრცელებია.
პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
მოცულობა 52 500 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, ახლა რამდენია ბიუჯეტის
პროექტი, ამაზე საკრებულოს საფინანსო-სარევიზო კომისიის თავმჯდომარე,
კახა ბოჭორიშვილი არ საუბრობს. მისი თქმით, საბოლოო ციფრი მას შემდეგ
გახდება ცნობილი, რაც პროექტი განსახილველად კომისიებზე
გავა.
ბიუჯეტის დასამტკიცებლად საკრებულოს ორ კვირიანი ვადა აქვს.
კახა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მისი დამტკიცება
იანვრის ბოლოს იგეგმება.
ამავე თემაზე:
ქუთაისის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის
კომისიებში განხილვა არ დაუწყია
ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტი,
შესაძლოა, 2018 წლის იანვრის ბოლომდე ვერ
დაამტკიცონ
"გვაქვს ახლებური ხედვა" - რატომ არ დამტკიცდა
ამდრომდე ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი (გადაცემა)
მასალის გამოყენების პირობები