ახალი ამბები
ქუთაისში სახელმწიფო დროშა ექიმებმა აღმართეს
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სახელმწიფო დროშა აღმართეს. 

დროშა საავადმყოფოს ეზოში ექიმებმა აღმართეს და ეროვნულ ჰიმნიც შეასრულეს.

"სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია უკვე საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ბუნებრივია ეს შედგა ქუთაისშიც. გილოცავთ ამ დღეს ყველას და გისურვებთ რომ ამ ეროვნულმა ასე ამაყად იფრიალოს, ევროკავშირსა და ნატოში", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.  

საქართველოს სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე იქნა შემოღებული, რომელიც ძალაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა. სახელმწიფო დროშის დღე კი პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.