შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორად ქუთაისის
საკრებულოს მეხუთე მოწვევის წევრი, თამაზ კიკვაძე, ხოლო მის
მოადგილედ ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ლომიძე დაინიშნა.
სტადიონის დირექტორი, თამაზ კიკვაძე ამბობს, რომ პოსტზე მას შემდეგ
დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა, ზურაბ
ჩაკეტაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე
დატოვა.
"მე როგორც ვიცი პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. საქართველოშიც
არ არის, თავისი პირადი მიზნები ჰქონდა", - ამბობს თამაზ
კიკვაძე.
ზურაბ ჩაკვეტაძე შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის"
დირექტორად გასული წლის
3 აგვისტოს დაინიშნა.
მანამდე ის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჩაკვეტაძემ
საფეხბურთო კლუბის დირექტორის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც
"ტორპედოს" 100%-იანი წილი შპს "ინტერნეიშენალ სოქერ
ჰაუსმა" 300 000 ლარად აუქციონზე შეიძინა. კლუბში მისი
პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას დაბრუნების შემდეგ კი "ტორპედოს"
აღმასრულებელი დირექტორი
მამუკა მოსიაშვილი გახდა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
"ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა
კომპანია, რომელმაც
"ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის
საკუთრებაშია
ქუთაისის მერია
"ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს
საფეხბურთო კლუბ
"ტორპედოს" აუქციონი
ჩაიშალა
ქუთაისის "ტორპედო"
პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს"
აუქციონზე გაიტანენ
700 000 ლარად
შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში
მასალის გამოყენების პირობები