კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ქუთაისში
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს
ეხმაურებიან.
კომპანიის იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით ჯაიანი
ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გაზის გაჟონვა აქ არაფერ შუაში არ არის
და სამწუხარო ფაქტი მის არასწორ მოხმარებას უკავშირდება.
"საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები გაზქურით თბებოდნენ, რაც არაფრით
შეიძლება. მე-19 საუკუნე ხომ არ არის რომ გაზქურაზე გავთბეთ? მე
როგორც ვიცი სხვა გამაცხელებელი იქ არ ჰქონდათ. როგორც ჩანს ანთებული
დარჩათ, ეს არის გაზის არასწორად მოხმარების წესი", - ამბობს "სოკარ
ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი, დავით
ჯაიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე
მისვლის დროს ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გამოძიება კი
სისხლის სამართლის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე
მიყვანას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ქუთაისში ბუნებრივი
აირის გაჟონვის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა
სტაბილურია
მასალის გამოყენების პირობები