ქუთაისში, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალა კონცერტზე
ძირითადად, ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ.
მერიის კულტურის განყოფილების ინფორმაციით, წელს კონცერტზე ათი
გამომსვლელი იქნება.
საღამოს დიჯეი ზაპა გახნის, რის შემდეგაც სცენას ჯგუფი "განგაში" და
რეპერი პაჯო დაიკავებენ. ახალი წლის ღამეს, ასევე იმღერებენ მიმი
ჯავახიშვილი, თიკო გრძელიშვილი, ანი შუბითიძე და თამარ ლაჭყებიანი.
ასევე, სცენას დაიკავებს ჯგუფი "
funkstation".
საღამოს ანსამბლი "მეტეხი" გააგრძელებს, გალა კონცერტს კი
ჯგუფი "ოჩოს ქოხი" ერთსაათიანი პროგრამით დაასრულებს.
კონცერტს აკაკი ანდღულაძე გაუძღვება.
გალა კონცერტი საღამოს 10 საათზე დაიწყება და დაახლოებით სამი საათის
განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები