ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ.
წელს, ქუთაისს ისევ ძველი, 11 წლის ნაძვის ხე ექნება, რომელიც
ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკუთარი სახსრებით, 2007 წელს
შეიძინა.
ძველია
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დადგმული მთავარი
საახალწლო ატრიბუტიც. ხოლო, ისტორიულ უბანში, სადაც ტრადიციულად თეთრი
ნაძვის ხე ეწყობოდა, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მას ახალი,
მცირე ზომის ნაძვის ხე ჩაანაცვლებს.
ქუთაისი 2018 წელს ძირითადად,
ძველი და ნაწილობრივ, ახალი მორთულობით შეხვდება.
ქალაქის ქუჩებში უკვე დამონტაჟდა საახალწლო აქსესუარები, რომელთა
ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული.
პარალელურად, ქუთაისის მერია
156 ცალ ახალ მანათობელ ფიგურას ელოდება, რომელთა ერთ პირთან
მოლაპარაკების გზით შეძენაზე თანხმობა უკვე მიიღო.
ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია
ნახეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები