ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ
მამაკაცმა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა, მისი შვილი ცემა.
მშობელი ამბობს, რომ თანაკლასელებმა 12 დეკემბერს იკამათეს, დღეს
კი, მისი შვილის კლასელის მამა სკოლაში
მივიდა, ბავშვს სახეში გაარტყა და ყური აუწია.
"ატირებული მოვიდა ბავშვი სახლში, ყური ჰქონდა გაწითლებული. მომიყვა,
რომ "ქალოია" დაუძახებია ორი კვირის წინ მის კლასელს, გუშინ კი თვითონ
უთხრა, ქალოია მე კი არა შენ ხარო. დილით მისულა მშობელი, რომელიც
პოლიციელია და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა," - ამბობს
ბავშვის მშობელი.
ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას
გეგმავს.
ქუთაისიპოსტი სკოლის დირექტორს გაესაუბრა,
რომელიც ბავშვებს შორის კამათს ადასტურებს. თუმცა,
ვერ აკონკრეტებს ცემა თუ არა მშობელმა მოსწავლე.
"ამ ადროისთვის არ შემიძლია თქმა ცემა თუ არა მან ბავშვი. ორივე
მოსწავლის მშობელი დაბარებული მყავს და დავაზუსტებთ დეტალებს. ამ
ატაპზე რაც შემიძლია დავასადტურო ისაა, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ადამიანი იყო ფორმაში, თუმცა
პოლიციელი არ არის," - ამბობს სკოლის დირექტორი.
მისივე თქმით, ფაქტი ბავშვებს შორის, შესვენებაზე მომხდარ კამათს
მოჰყვა.
ის, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი პოლიციის თანამშრომელია, შინაგან
საქმეთა სამინისტროში უარყოფენ. უწყების პრეს-სამსახურის განმარტებით,
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
მასალის გამოყენების პირობები