წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სასამართლომ დღეს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა
იმსჯელოს. საქმის მოსამართლე ციცინო სარალიძეა. 17 წლის ახალგაზრდას
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო
ჭრილობა მიაყენეს.საქმეში ბრალდებული მისივე თანასოფლელი 18 წლის
ახალგაზრდაა,რომელიც პროცესს ესწრება.
წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მოკლეს. უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის,
ღამის საათებში მოხდა. დაახლოებით 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის
რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის,
ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ
თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა
ი.ტ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
ამავე თემაზე:
წყალტუბოში მოზარდი
მოკლეს
წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები