წყალტუბოში, სოფელ ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავის
ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
ოჯახის წევრების განმარატებით, ბიჭებს შორის
კონფლიქტი არსებობდა და კლასელმა ის რამდენჯერმე დაიბარა სალაპარაკოდ.
3 დეკემბერს საღამოს კი, სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის
შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს.
დაკავებული ასევე ოფშკვითის მცხოვრებია. დამნაშავე და გარდაცვლილი
კლასელები იყვნენ. კონკრეტულად, რის გამო, არსებობდა კონფლიქტი,
ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ.
გარდაცვლილი დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.
შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ
თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა
ი.ტ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს
108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
ამავე თემაზე:
წყალტუბოში მოზარდი
მოკლეს
წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის
ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ექიმი: "ახალგაზრდა, რომ შემოიყვანეს სიცოცხლის
ნიშნები არ აღენიშნებოდა"
მასალის გამოყენების პირობები