ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო მანათობლების დამონტაჟებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის გამოცხადებუბლი ტენდერი არ შედგა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით,  სახელმწიფო შესყიდვით, რომელსაც წინადადებების მიღებისთვის სამდღიანი ვადა ჰქონდა, არც ერთი პრეტენდენტი არ დაინტერესდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში, ასევე, მითითებულია, რომ გამარჯვებულს საახალწლო განათებების მიწოდების სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის შედეგად შეძენილი 112 კომლექტი სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობლები, 2017 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩაზე დაემონტაჟებია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, საახალწლო მანათობელების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შედგება.

საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის მერიამ 171 485 ლარი ღირებულების ტენდერი (SPA170014211) მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გამოაცხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.