ქუთაისში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის
შენობის რეკონსტრუქცია მოხდება.
როგორც თეატრში აღნიშნავენ, რეკონსტრუქციის შესახებ ინფორმაცია მათ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძისგან
მიიღეს.
კულტურის სამინისტროში თეატრის რეკონსტრუქციის ფაქტს ადასტურებენ.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვადებთან და თანხებთან დაკავშირებული
დეტალები.
"მრავალწლიანი ოცნებისა და ლოდინის შემდეგ აუცილებლად გვექნება ლამაზი
,მიმზიდველი და ქუთაისისთვის შესაფერისი თოჯინების თეატრი", -
აღნიშნავენ
თოჯინების თეატრში.
ქუთაისის თოჯინების თეატრი 2017 წლიდან კულტურის სამინისტროს
დაქვემდებრებაში გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები