საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ახალი შემადგენლობით ქუთაისის
საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს
გაიმართება.
მეექვსე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას #59–ე საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის.
ქუთაისის საკრებულო
25 წევრისგან შედგება. აქედან, 9 "ქართული
ოცნების" პარტიული სიის, 10 კი მაჟორიტარი დეპუტატია.
"ნაციონალურ მოძრაობას" საკანონმდებლო ორგანოში 4 წარმომადგენელი
ჰყავს, "ევროპულ საქართველოს" - 2 დეპუტატი.
ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრეუბლოს 25 დეპუტატიდან 4 ქალია.
საკრებულოს წევრებს მანდატები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქუთაისის
#59–ე სალქო საარჩევნო კომისიაში
გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები