ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში
მონაწილეობა 152 561 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევნი 27 427-მა
დააფიქსირა, რაც პროცენტულად 17,98% შეადგენს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ყველაზე დაბალი აქტივობა
ქუთაისში დაფიქსირდა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა
და 5 თითმმართველ თემში -ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და
მარტვილში ჩატრდა. ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩევლთა
ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. 17:00
საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 14.1% მივიდა, რაც 21 546
ამომრჩეველია, ჩამორჩევბა პირველი ტურის ამავე პერიოდში ამომრჩეველთა
აქტიურობას.
პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან
ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე
მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების
48.66%
დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი,
გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს
განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი
სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები