12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
გაიმართება.
კენჭისყრის პროცესი თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ
თემში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში
ჩატარდება.
ამ ოლქებში ამომმრჩეველმა ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერი უნდა
აირჩიოს.
ცესკომ არჩვნების მეორე ტურისთვის
299 450 ბიულეტენი დაბეჭდა.
ქუთაისში მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია და
"ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე იქნებიან, თუმცა,
"ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე
უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში
ისინი მაინც იქნებიან წარმოდგენილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის
მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა.
კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ
ვაშაძემ მიიღო.
არჩევნების პირველ ტურში არჩეული 58 მერი უფლებამოსილების
განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება. ახლადარჩეული საკრებულოების
პირველი სხდომა კი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული, თუმცა, ეს თარიღი არ
ეხება იმ ოლქებს, სადაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები