"გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა" და "კეთილმოეწყოს სკვერი" –
ეს არის მთავარი მესიჯები აქციის, რომელიც 20 აპრილს, 13 საათზე
ქუთაიში, "ოქროს ჩარდახის" უკან მდებარე სკვერში გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები "ოქროს ჩარდახთან" კაფე-ბარ "არგოს"
მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ.
"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ("ოქროს ჩარდახი") მშენებლობა არ
შეიძლება; სკვერს უნდა ჰქონდეს სკვერის სახე და სკვერში არ
უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები; მშენებლობები კულტურული
მემკვიდრეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს," - აცხადებენ აქციის
ორგანიზატორები.
სკვერში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ 10 არასამთავრობო
ორგანიზაცია გაერთიანდა.
"ევროპა ჩვენი სახლია";
"საზოგადოების უფლებები";
"ლიბერალური კლუბი";
უნივერსიტეტი "ლამპარი";
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი;
"ეკოლოგიის მცველები";
"უფლებებისთვისა და განათლებისთვის";
"ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი";
იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი;
; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი".
"დღემდე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიზნის მიღწევისთვის შემდეგი
ქმედებები განახორციელეს: ქუთაისის მერისთვის განცხადების
გაგზავნა; მასმედიისთვის ბრიფინგი; მანიფესტის გამოქვეყნება
(ხელმომწერთა რაოდენობა შეადგინა 542–ს); საჯარო ინფორმაციების
გამოთხოვა არსებული ტერიტორიის სტატუსის დასადგენად;
ამ დრომდე თემაზე ადეკვატური და მიზანზე ორიენტირებული კონკრეტული
რეაგირება თვითმმართველობის მხრიდან არ დაფიქსირებულა," - აცხადებენ
აქციის ორგანიზატორები.
ამავე თემაზე:
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის შეჩერების
მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ქუთაისში "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ
აქციებს აანონსებენ
ქუთაისის მერია არასამთავრობო სექტორის
საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს
ნიკა ლატარია:- "შეაჩერონ მშენებლობა, ხმის ამომღები
არ ვარ"
"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ქუთაისის მერს
არასამთავრობო სექტორი ერთკვირიან ვადას
აძლევს
მასალის გამოყენების პირობები