13 ივლისს, ქუთაისსა და თბილისში საპროტესტო აქციები გიმართება.
აქციის მონაწილენი კონკრეტულ შემთხვევას, ქუთაისელი ლევან აბზიანიძის საეჭვო გარემოებებში დაღუპვასა და სახელმწიფო ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.
17 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძეს რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მკვლელობაა, ლევან აბზიანიძე მოკლეს. ის მოკლეს პოლიციის კონკრეტულმა თანამშრომლებმა. მაგრამ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს - არსებული ნარკოპოლიტიკა შობს მკვლელებს და მოკლულებს, ჯალათს და მსხვერპლს. არსებული ნარკოპოლიტიკა, წლების მანძილზე, იქცა მოქალაქეების დამცირების, ჩაგვრის, მათგან და მათი ოჯახებისგან ფულის გამოძალვის მექანიზმად. ეს პოლიტიკა მოქალაქეებს იმეტებს მრავალწლიანი იზოლაციისთვის, მარგინალიზაციისთვის, სიკვდილისთვის.
პოლიცია სამართლალშემნარჩუნებელი ორგანოა, თუმცა უხილავად - სამართალდამდგენი. სამართლის ამგვარი დადგენა უმეტესად ადამიანებზე ძალადობით მოქმედებს"- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აღნიშნულ საკითხზე ქუთაისში ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა აქციები სახელწოდებით- ვინ მოკლა ლევან აბზიანიძე? - პრაქსისის სახელოსნოს ორგანიზებით. დღევანდელი აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ჯგუფი და ორგანიზაციაა. პრაქსისი (ქუთაისი) სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი ურბან რეაქტორი, ბექა კრიმინალი არა არის! ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMჩ), მწვანე მუშტი, ახალგაზრდა მწვანეები, სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივა (ბათუმი)
აქცია 18.00 სააათზე დაიწყება.
თბილისში თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან მოეწყობა მსვლელობა კანცელარიის მიმართულებით.
ქუთაისში აქცია ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები