ქუთაისში, ცენტრალურ ტერიტორიაზე (თამარ მეფის ქუჩა) დამტვრეულია ნაგვის ურნები და დაზიანებულია ახლადგაკეთებული მოაჯირი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის არკვევენ, რა მოხდა თამარ მეფის ქუჩაზე.
"სამსახურის უფროსი ამ წუთებში შესულია ქალაქის მერთან ვითარების გასარკვევად, რომ მოიძებნოს პირი, ვინც ეს ჩაიდინა. დამატებით იმფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ფოტო - არჩილ გეგენავა
მასალის გამოყენების პირობები