ახალი ამბები
ქუთაისის მერიას პარკირების აუქციონი სამჯერ ჩაუვარდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ  ქალაქში პარკირების ადგილებზე  მესამედ გამოცხადებული აუქციონი კვლავ ჩავარდა. 
აუქციონის  მესამედ გამოცხადების დროს ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე განმარტავდა, რომ თუკი თუკი აუქციონი ისევ ჩავარდებოდა, ქუთაისის მერია თავად დააფუძნებდა შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც ქუთაისში პარკირების ორგანიზებას მოახდენს.
თუმცა ამ დროისათვის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, მოხდება თუ არა დაანონსებული ორანიზაციის დაფუძნება თუ აქუციონი მეოთხედ გამოცხადდება.  
ქუთისის მერიამ პარკირების ადგილებზე აუქციონი პირველად მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.
აუქციონი  274 პარკირების ადგილზე აუქციონი 10 წლიანი ვადით გამოცხადდა, რომლის წლიური გასახდელი თანხა 660 ათას ლარს შეადგენდა. ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები იქნება.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.